Belive

მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარმა პოგბას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა პოლ პოგბას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გუნდის დატოვება მოსთხოვა. პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "კარდიფთან" დამარცხდა. "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ უკანასკნელ შეხვედრაში, "წითელი ეშმაკები" საკმაოდ უსახურად გამოიყურებოდნენ და "კარდიფთან" 0:2 დამარცხდნენ. პრემიერ ლიგის აუტსაიდერთან განცდილმა მარხმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი გულშემატკივარი განსაკუთრებით განარისხა. ახალგაზრდა ფანმა პოლ პოგბას მოუწოდა ნაკლები დრო დაუთმოს ინსტაგრამს და ფორმის აღდგენაზე იზრუნოს - წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუნდი დატოვოს.

სხვა სტატიები