Belive

მარსელინიო - საჯარიმო დარტყმების ოსტატი და ჟუნინიო პერნამბუკანოს კუმირი (ვიდეო)

1 წთ
მარსელინიო ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი იყო, რომლის გამორჩეულ, უნიკალურ საჯარიმო დარტყმებზე ბრაზილიაში დღემდე საუბრობენ. საჯარიმო დარტყმების ლეგენდარული შემსრულებლის, ჟუნინიო პერნამბუკანოს განცხადებით, მისი კუმირი სწორედ მარსელინიო იყო და ანალოგიური რამ თქვა "ჩელსის" შემტევმა ვილიანმაც. მარსელინიო იყო ფეხბურთელი, რომელმაც "კორინთიანსის" მაისურით ჩატარებულ 420 მატჩში 206 გოლი გაიტანა და ამ მხრივ, კლუბის რეკორდსმენი გახდა. მას კარიერის განმავლობაში ჯამში 505 გოლი აქვს გატანილი. საინტერესო ფაქტია, რომ არაერთი საკლუბო მიღწევის მიუხედავად, მარსელინიო ნაკრებში არ თამაშობდა - მას მხოლოდ 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და 2 გოლის გატანაც მოახერხა. იხილეთ ლეგენდარული ბრაზილიელის 30 საუკეთესო საჯარიმო დარტყმა.  

სხვა სტატიები