Belive

მარცხის შემდეგ კლოპმა მსაჯები გააკრიტიკა (ვიდეო)

1 წთ
პრემიერლიგის ტიტულისათვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა. მთავარ კოკურენტებს შორის გამართული მატჩი "მანჩესტერ სიტის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მარცხის შემდეგ, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა უკმაყოფილება ვერ დამალა და მსაჯები გააკრიტიკა. ერთ-ერთ ეპიზოდში ვინსენტ კომპანიმ მოჰამედ სალაჰის წინააღმდეგ საკმაოდ უხეში ვარდნა განახორციელა. "ქალაქელთა" უკანახეზლმა უწმაწური სიტყვებითაც მიმართა სალაჰს - თუმცა მთავარმა არბიტრმა ბელგიელ მცველს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.
"ვინსენტ კომპანის ვაფასებ და პატივს ვცემ - თუმცა წარმოუდგენელია, როგორ არ გააძევეს მოედნიდან. ოდნავ უფრო უხეში ვარდნა რომ განეხორციელებინა შესაძლოა სალაჰისათვის სეზონი დასრულებულიყო", - აღნიშნა იურგენ კლოპმა.

სხვა სტატიები