მბაპემ შეცვლის დროს ტუხელი დააიგნორა (ვიდეო)

გუშინდელ გამართულ მატჩში, სადაც “მონპელიე” “პსჟს” მასპინძლობდა შეხვედრის 91-ე წუთზე ტომას ტუხელმა კილიან მბაპე შეცვალა.

ფრანგი შემტევი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერჯერობით ის მაინც თინეიჯერად ითვლება და ხანდახან რაღაცები კარგად არ გამოსდის.

მაგალითად გუშინ, როდესაც მბაპე მწვრთნელმა შეცვალა, მსოფლიოს ჩემპიონმა ფეხბურთელმა ტუხელი დააიგნორა, რაც კამერებს არ გამოპარვიათ.

გამოსვლის დროს გმერმანელმა სპეციალისტმა სცადა, რომ რაღაც ეთქვა კილიანისთვის, თუმცა მბაპემ არ მოუსმინა და პირდაპირ სათადარიგოთა სკამზე წავიდა.

ჟურნალისტებმა ფრანგს ეს საქციელი არ მოუწონეს და თვლიან, რომ იგი ასე კამერების წინ არ უნდა იქცეოდეს. ასევე გასაკვირი იყო თუ რატომ მოიქცა მონაკოს ყოფილი ფეხბურთელი ასე, რადგან მატჩი თითქმის დასრულებული იყო და “პსჟ” მეტოქეს ორ ბურთიანი სხვაობით ამარცხებდა.

გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ კილიანს მადრიდის “რეალში” სურს გადასვლა და თუ მისი ურთიერთობა ტუხელთან დაიძაბა, ტრანსფერი გაცილებით რეალური გახდება. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა გუნდის გულშემატკივრებს აწუხებთ.

(1219)

მბაპემ შეცვლის დროს ტუხელი დააიგნორა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-