Belive

მერაბ დვალიშვილი - "ალჯო ვანიას მოაკეტინებს და ციმბირში გაგზავნის"

1 წთ
10 აპრილს, დილის 07:30 საათზე, UFC 273-ის ივენთზე საჩემპიონო ბრძოლა შედგება. UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის სატიტულო ბრძოლაში, ალჯამაინ სტერლინგი პიოტრ იანის დამარცხებას შეეცდება. ჯექსონვილში (ფლორიდა) გასამართი ბრძოლის წინ, ტრადიციულად აწონვები და "მზერით ბრძოლის" ცერემონიალი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ალჯამაინ სტერლინგი და პიოტრ იანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. "ქალო, ხვალ დაგამარცხებ" - მიმართა ალჯამაინ სტერლინგმა რუს მეტოქეს. ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, სტერლინგი და იანი ერთმანეთს დაცვის თანამშრომლებმა დააშორეს. ალჯამაინ სტერლინგის გვერდით იდგა მისი თანაგუნდელი და სპარინგ პარტნიორი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც მომხდარის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე განათავსა. "ხვალ საღამოს ალჯო საბოოლოდ მოაკეტინებს ვანიას და გაგზავნის უკან ციმბირში…!", - აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.

სხვა სტატიები