Belive

მესიმ სამეფო თასზე საიუბილეო, 50-ე გოლი გაიტანა

1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ესპანეთის სამეფო თასზე მორიგი ბურთი გაიტანა. "კოპა დელ რეის" მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "ბარსელონამ" "სევილია" 6:1 გაანადგურა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მორგიგი გოლი გაიტანა ლიონელ მესიმ. არგენტინელ ფეხბურთელს ესპანეთის სამეფო თასზე უკვე 50 ბურთი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით აღნიშნულ ტურნირზე ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ამ შედეგის დასაფიქსირებლად მესის მხოლოდ 70 მატჩი დასჭირდა. ესპანეთის სამეფო თასის ყველა დროის ბომბარდირთა სია კი ასე გამოიყურება: ტელმო სარა - 81 გოლი სამიტერი - 70 გოლი გოროსტისა - 62 გოლი ქუინი - 55 გოლი ედმუნდო სუარესი - 52 გოლი ლიონელ მესი - 50 გოლი სავარაუდოა, რომ მიმდინარე სამეფო თასზე მესის მინიმუმ 2 მატჩი კიდევ ჩასატარებელი აქვს და შესაძლოა ხუთეულში შევიდეს.

სხვა სტატიები