Belive

მოკრივე, რომელიც დაუმარცხებელი მეივეზერის კბილს თილისმად ინახავს (ფოტო/ვიდეო)

1 წთ

კარლოს მაიდანა ამტკიცებს, რომ ფლოიდ მეივეზერის კბილს თილისმად ინახავს. 2014 წელს, არგენტინელი მოკრივე ორჯერ დაუპირისპირდა მეივეზერს - ორივე ბრძოლა არგენტინელის მარცხით დასრულდა თუმცა მეორე დაპირისპირების დროს, მეივეზერს კბილი მოსტყდა.

  რემატჩი, რომელსაც ლას ვეგასში მდებარე "MGM Grand Arena"-მ უმასპინძლა განსაკუთრებულ სანახაობად იქცა. კარლოს მაიდანამ ფლოიდ მეივეზერს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთ მომენტში მისი დარტყმის შემდეგ, დაუმარცხებელ მოკრივეს კბილი მოსტყდა. არგენტინელი მოკრივე აღნიშნავს, რომ მეივეზერის კბილი მისი ყელსაბამის აქსესუარად იქცა.
 
View this post on Instagram
 

Cuanto me dará el ratón Pérez ?@floydmayweather

A post shared by Marcos "chino" Maidana (@chinomaidana.1) on

სხვა სტატიები