Belive

მომენტი, როდესაც კანტე ვარჯიშზე აგვიანებს (ვიდეო)

1 წთ

"ჩელსისა" და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი - ნ'გოლო კანტე საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. საკლუბო და სანაკრებო დონეზე, კანტე არაერთი მნიშვნელოვანი ტიტულის მფლობელი გახდა. 29 მაისს გამართულ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა, ფრანგი ნახევარმცველი კი ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერის ფონზე - ნ'გოლო კანტე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩევა. გავლენიანმა ევროპულმა ტაბლოიდებმა კანტეს თავმდაბლობასა და კეთილშობილებას არაერთი სტატია მიუძღვნეს. სოციალურ ქსელებში ნ'გოლო კანტესა და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის სახალისო ვიდეო გავრცელდა. ნაკრების ვარჯიშზე დაგვიანების გამო, კანტემ დიდიე დეშამს მოუბოდიშა. ნ'გოლო კანტეს მტკიცებით, ნაკრების ვარჯიშზე მატარებლის დაგვიანების გამო ვერ მივიდა დროულად, რაზეც დეშამმა უპასუხა, რომ ის მატარებელზე სწრაფია.

სხვა სტატიები