Belive

მონტენეგრომ ისტორია დაწერა! (ვიდეო)

1 წთ
მონტენეგრო გახდა ყველაზე პატარა ერი რომელმაც საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეძლო. 680 000-იანი ქვეყნის ნაკრები დღეს, შინ პოდგორიცაში ლატვიას ხვდებოდა. მონტენეგროელების მიზანი იყო რომ 8 ან მეტი ქულით არ წაეგოთ, ეს საკმარისი იქნებოდა ჩინეთის საგზური მოსაპოვებლად. მატჩი ნერვიულად სწორედ 8 ქულიან ზღვარზე წარიმართა, ლატვიელებმა ცდა არ დააკლეს რომ სასურველი სხვაობით მოეგოთ, მაგრამ ფარზე გამოჩენილმა ინერტულობამ (42:27 მოხსნებში მონტენეგროს სასარგებლოდ, 18 მოხსნა მეტოქის ფარზე) საბოლოოდ ისინი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა. საბოლოოდ ლატვიამ 6 ქულიანი სხვაობით 74:80 იმარჯვა. მონტენეგროელებს 22 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით დერეკ ნიდჰემმა ულიდერა. ლატვიელთა შემადგენლობაში შეუდარებელი იყო იანის სტრელნიეკსი, ვინც 25 ქულა, 10 ასისტი და 5 მოხსნა მოაგროვა. მონტენეგრო გახდა ბოლო გუნდი ევროპიდან ვინც ჩინეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. დღესვე აფრიკის ზონიდან ტურნირზე ასპარეზობა კოტ დ'ივუარის ნაკრებმა გაინაღდა.

სხვა სტატიები