Belive

მორიგი დებიუტანტი - ვილი სანიოლმა აზაროვი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა

1 წთ
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლმა კიდევ ერთი ცვლილება განახორციელა - "დინამო ბათუმის" 19 წლის ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი "ჯვაროსნებთან" ერთად საბერძნეთის წინააღმდეგ მატჩისთვის მოემზადება. ფრანგმა სპეციალისტმა ახალგაზრდა მარცხენა მცველი ლევან შენგელიას ნაცვლად გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ "ქონიასპორის" მარჯვენა ვინგერმა გუშინ ესპანეთთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ის მარტის სანაკრებო პაუზის ბოლო თამაშს გამოტოვებს. ირაკლი აზაროვი 21-წლამდე ნაკრებში იყო გამოძახებული. ის ბელარუსთან ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადებოდა, ახლა კი ეროვნულ გუნდში პირველად მოხვდა.

სხვა სტატიები