Belive

მოურინიო: "ჩემი ჟესტით იუვეს ფანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მსურდა"

1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "იუვენტუსმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება ვერ შეძლო (1:2). შთამბეჭდავი ქამბექის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ გამომწვევი ჟესტი გააკეთა, რასაც "იუვენტუსის" ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გაბრაზება მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ, მოურინიომ განცხადება გააკეთა: "იტალიელები შეურაცხყოფას 90 წუთის განმავლობაში მაყენებდნენ, ჩემი ჟესტით მათთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მსურდა. პატივს ვცემ იუვენტუსს და მათი გუნდის მწვრთნელს," განაცხადა მან.

სხვა სტატიები