Belive

NBA-ს ვარსკვლავი კისრის მოტეხვას სასწაულებრივად გადაურჩა

1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ფინიქსი" "დალასს" დაუპირისპირდა. ფინიქსში, "ფუტპრინტ ცენტრში" გამართული სანახაობრივი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 121:114 დასრულდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, "დალასის" ვარსკვლავი მაქსი კლებერი უმძიმესი ტრავმის მიღებასა და კისრის მოტეხვას სასწაულებრივად გადაურჩა. კლებერმა ლუკა დონჩიჩის "ალეოპი" ეფექტურად მოათავსა "ფინიქსის" კალათში, თუმცა ჰაერში მყოფ კალათბურთელს, ჯავალ მაკგიმ ხელი ჰკრა და წონასწორობა დააკარგინა.

სხვა სტატიები