Belive

NBA-ს ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდგინდა (ვიდეო)

1 წთ
"იუტა ჯაზის" ცენტრს, რუდი გობერს კორონავირუსი აღმოაჩნდა. NBA-ს ვარსკვლავისათვის, COVID-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. რუდი გობერის ანალიზის პასუხები "ოკლაჰომა" "იუტას" დაპირისპირების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ გობერი "ჩესაპიკ ენერჯი არენაზე" არ იმყოფებოდა, მან "იუტასთან" ერთად იმგზავრა. აღნიშნულიდან გამომდინარე NBA-ს ოფიციალურმა პირებმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მატჩები გაურკვეველი ვადით გადადეს. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის გაგებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, რუდი გობერმა ირონიულად იხუმრა და ჟურნალისტების მიკროფონებსა და ხმის ჩამწერ მოწყობილობებს შეეხო.
 

სხვა სტატიები