Belive

ნეიმარის იდეალური პენალტი ნანტის წინააღმდეგ

1 წთ

საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებული “პარი სენ-ჟერმენი” გახდა. პარიზულმა გრანდმა “ნანტი” ზედმეტი ძალისხმევის გარეშე (4:0) გაანადგურა. გუშინდელ შეხვედრაში ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი შეუდარებელი იყო. გარდა დუბლისა, ნეიმარი ნადვილად გამოირჩეოდა მოედანზე. "ნანტის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ნეიმარმა ბრწყინვალე პენალტი გაიტანა. ბრაზილიელის "ცივსისხლიანი" შესრულების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, რის შემდეგაც, გულშემატკივრებმა ბრაზილიელი ვარსკვლავი პენალტების საუკეთესო შემსრულებლად მოიხსენიეს.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად იდენტური პენალტი, ნეიმარმა ამხანაგურ მატჩშიც გაიტანა. იაპონური ტურნეს ფარგლებში "პარი სენ-ჟერმენისა" და "ოსაკას" დაპირისპირება შედგა, სადაც ნეიმარმა თერთმეტმეტრიანი ბრწყინვალედ შეასრულა.

სხვა სტატიები