Belive

ნიკა კაჭარავას მორიგი გოლი ანორთოსისის შემადგენლობაში

1 წთ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ნიკა კაჭარავამ, კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო გოლის გატანა - ამჯერად მან "პაფოსის" კარის აღება შეძლო. კაჭარავას გოლის მიუხედავად, "ანორთოსისმა" გამარჯვება ვერ მოიპოვა და "პაფოსს" სახლში ანგარიშით 2:2 დაუზავდა. 13 მატჩის შედეგად, "ანორთოსისი"  კვიპროსის ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა.

იხილეთ კაჭარავას გოლი

სხვა სტატიები