Belive

ნიუ ორლეანსი 109:115 ფინიქსი

1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-6 შეხვედრაში, "ნიუ ორლეანსი" "ფინიქსს" დაუპირისპირდა. ნიუ ორლეანსში გამართული დაძაბული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 109:115 დასრულდა. სტუმრად მოგებული მატჩის შედეგად, "ფინიქსმა" სერიაში 4:2 გაიმარჯვა და 1/4-ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც "დალასს" დაუპირისპირდება. "ფინიქსის" რიგებში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა კრის პოლმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 35:43 წუთში, 33 ქულის, 4 მოხსნისა და 8 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები