Belive

ნოიერმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგძლივა

1 წთ

მანუელ ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგძლივა. გერმანელი მეკარე გუნდში 2023 წლამდე ითამაშებს - აღნიშნულ ინფორმაციას მიუნხენელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ნოიერს წინა ხელშეკრულება მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ ეწურებოდა. მანუელის კარიერის შესახებ მრავალი ვარაუდი გავრცელდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც "ბაიერნი" "შალკეს" 23 წლის მეკარე ალექსანდერ ნიუბელს წინასწარ შეუთანხმდა ტრანსფერზე.
"თავს სახლში ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. "ბაიერნი" ევროპის უძლიერეს გუნდებს შორის ერთ-ერთია," - თქვა ნოიერმა მიუნხენელთა ოფიციალურ გვერდთან.

სხვა სტატიები