Belive

ნუგზარ წურწუმიამ რუსი მეტოქის დამარცხებით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! (ვიდეო)

1 წთ
ბუქარესტში სტარტი აიღო 23 წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატმა ბერძლუ-რომაულ ჭიდაობაში. 55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმია ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც სომეხ ნორაირ ჰაკოიანს 3:2 სძლია, მეოთხედფინალში მან ბულგარელი ნედიალკო პეტროვი 4:1 დაამარცხა. ნახევარფინალში მისი მეტოქე ყირგიზი ბარბაი დოლდოკობი იყო, რომელსაც ნუგზარმა მოკრძალებულად 2:1 სძლია. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ჩვენი ნაკრების უმსუბუქესი წევრის მეტოქე რუსი ვიტალი კაბალოევი გახლდათ, რომელიც ნუგზარმა 3:2 დაამარცხა და დიდებში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს შემდეგ 23 წლამდელებში ოქროს მედალიც მოიპოვა!

სხვა სტატიები