Belive

ნურმაგომედოვი არ ჩერდება - დაუმარცხებელი ჩემპიონი დინების საწინააღმდეგოდ ცურავს

1 წთ

დათვთან ჭიდაობისა და ექსტრემალურ პირობებში წონის დაგდების შემდეგ, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ხაბიბი გულშემატკივრების გაკვირვებას კიდევ შეძლებდა, თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა კადრებმა ფურორი მოახდინა. 2019 წელს, დასტინ პორიეს წინააღმდეგ გასამართი ბრძოლისათვის UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი განსაკუთრებით ემზადებოდა. დაღესტანში, ყინულივით ცივ მდინარე კიზილიურტში, ნურმაგომედოვი დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურავდა.