Belive

ფანებმა 2021 წლის საუკეთესო ნოკაუტი გამოავლინეს

1 წთ

UFC-ის ფანებმა გასული წლის საუკეთესო ნოკაუტი გამოავლინეს. გულშემატკივრების მიერ მიცემული ხმების შედეგად, 2021 წლის საუკეთესო ნოკაუტის ავტორად კამარუ უსმანი დასახელდა. 2021 წლის 25 აპრილს, უსმანი ხორხე მასვიდალს დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა.