ფეხბურთელები რომლებსაც ერთ თამაშში ორი ჯარიმა აქვთ გატანილი (ვიდეო)

როდესაც “ბარსელონას” თამაშის დროს ჯარიმა ინიშნება, ბურთთან მხოლოდ არგენტინელი პატარა ბიჭი რჩება, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი აქვს ჯარიმის ნიშნულიდან გატანილი და ჯერ მხოლოდ ნოემბერია.

გულშემატკივრებს შეუძლიათ ჰკითხონ “სელტას” მეკარეს თუ რა გრძნობაა, როდესაც მესი რამდენიმე წუთის ინტერვალში ორ ჯარიმას გიტანს.

პირველი ჯარიმა მესიმ “სელტასთან” მატჩში ტაიმის მიწურულს გაიტანა, ხოლო მეორე კი ტაიმის დასაწყისში. ამით მან მთლიანად დაშალა მოწინააღმდეგე და ფეხბურთის თამაშის სურვილი დაუკარგა.

“სელტასთან” მატჩში გატანილი ორი ჯარიმა მესისთვის მესამე შემთხვევა იყო კარიერაში, როდესაც მან ერთ თამაშში ორჯერ მოახერხა ჯარიმის გოლად ქცევა. 2015 წელს თბილისში ჩატარებულ სუპერ თასის შეხვედრაში მესიმ “სევილიას” გაუტანა ორი ჯარიმა, ასევე ლეომ იგივე, წინა სეზონში  “ესპანიოლის” წინააღმდეგ მოახერხა.

ლიონელ მესის მსგავსად , კრიშტიანუ რონალდოსაც აქვს იგივე მაჩვენებელი. პორტუგალიელმა ორ-ორი ჯარიმის გატანა “ვილიარეალის”, “ციურიხის” და “სტოკ სიტის” კარში შეძლო.

ამ ორი ლეგენდარული ფეხბურთელის გარდა სხვა ცნობილ ფეხბურთელებსაც აქვთ იგივე გაკეთებული..

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ მატჩში ორი ჯარიმა აქვთ გატანილი.

კრიშტიანუ რონალდო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს “იუვენტუსის” შემადგენლობაში ჯარიმიდან გატანას. ყველა აღიარებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად პორტუგალიელი ფორმას არ კარგავს და საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ის აზრი, რომ კრიშტიანუ ჯარიმის საუკეთესო შემსრულებელია, ლიონელ მესიმ გააქარწყლა. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ არგენტინელი კიდევ ბევრ ჯარიმას გაიტანს.

ფეხბურთელები რომლებსაც ერთ თამაშში ორი ჯარიმა აქვთ გატანილი (ვიდეო) 1

(229)

ფეხბურთელები რომლებსაც ერთ თამაშში ორი ჯარიმა აქვთ გატანილი (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-