Belive

ქართველთა გოლები ამხანაგურ მატჩებში (ვიდეო)

1 წთ
ევროპაში ნელ-ნელა წინასასეზონო მომზადება იწყება და ამხანაგური მატჩებიც მრავლად იმართება. ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" დაბალლიგელ "გლეისდორფს" შეხვდა და უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში მეტოქეს ერთბაშად 4 გოლი გაუტანა ისე რომ არც ერთი არ გაუშვია და დამაჯერებლად იმარჯვა. გრაცელთა რიგით მესამე გოლი სწორედ კიტეიშვილის ანგარიშზეა. გიორგი ქვილითაიას, გიორგი ბერიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" დაბალლიგელი "მერელბეკე" 6:1 გაანადგურა. მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე სწორედ ქვილითაიამ გახსნა. "გენტის" მესამე და მეხუთე გოლები კი კლუბში ახლადდაბრუნებული ბერიძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ბერიძემ "მერელბეკეს" შარშან ზაფხულში გამართულ ამხანაგურ მატჩშიც გაუტანა.

ოთარ კიტეიშვილის გოლი "გლეისდორფის" კარში

სხვა სტატიები