Belive

"ყველაფერი ჩემი ბრალია" - დავიდ ლუიზი პასუხისმგებლობას იღებს

1 წთ
პრემიერ ლიგის დაბრუნების შემდეგ, ინგლისში პირველი სუპერ დაპირისპირება გაიმართა. 17 ივნისს, "სიტიმ" "არსენალი" საკუთარ სტადიონზე, ანგარიშით 3-0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში, ორი გოლი დავიდ ლუიზის შეცდომის წყალობით გავიდა. პრესამ და ლონდონელების გულშემატკივრების ნაწილმა მარცხი სწორედ ბრაზილიელს დააბრალა. ლუიზს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მოუწია.
"ეს არ იყო გუნდის ბრალი, ეს ჩემი ბრალია. მწვრთნელი შესანიშნავია, ფეხბურთელებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს, ეს უბრალოდ ჩემი ბრალი იყო. უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში სხვა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. მაგრამ არ მივიღე - საქმე ჩემს კონტრაქტს ეხება. მე მიყვარს აქ ყოფნა, ამიტომაც ვაგრძელებ ვარჯიშს და ამიტომაც მოვედი დღეს აქ. ჩემთვის არავის უთქვამს რომ მელაპარაკა, ეს ჩემი არჩევანია, რომ ჩემი სახე დაგანახოთ. დარჩენა მსურს. მწვრთნელმა ამის შესახებ იცის. ჩვენ გადაწყვეტილების მოლოდინშვი ვართ" - განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა "SKY SPORTS"-თან საუბარში.

იხილეთ დავიდ ლუიზის შეცდომები "სიტისთან" მატჩში


"ბენფიკას" პრეზიდენტმა, ლუის ფილიპე ვიეირამ, განაცხადა რომ მისმა გუნდმა ბრაზილიელის დაბრუნება ვერ შეძლო, რადგან ის "არსენალთან" კონტრაქტის გახანგძლივებასთან ძალზედ ახლოსაა.

მიმოხილვა: მანჩესტერ სიტი Vs. არსენალი

   

სხვა სტატიები