Belive

რას აკეთებდა ბეილი ალავესთან მატჩის დროს ? (ვიდეო)

2 წთ

გარეთ ბეილი ზინედინ ზიდანისთვის ფაქტიურად არაფერს აღარ წარმოადგენს. რამდენიმე მატჩია უელსელი არც ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს და არც ცვლილებაზე გამოდის. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ფრანგ მწვრთნელს ბეილის გუნდში ყოფნა აღარ სურს. უელსის ნაკრების მთავარმა დამრტყმელმა ძალამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. გუშინ მადრიდის "რეალი" "ალავესს" დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა. ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ გარეთის უცნაური საქციელები და დღეს ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში ვირუსივით გავრცელდა.

როგორც ხედავთ ბეილს საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება მოედანზე. მადრიდელთა თავკაცმა შეხვედრაში 5 ცვლილება გააკეთა და ამ 5 ცვლილებიდან უელსელი არცერთში არ მოიაზრებოდა. უკანასკნელი შეცვლა მატჩის 94-ე წუთზე მოხდა - ბრაჰიმ დიაზი, კაზემიროს ნაცვლად გარეთმა ემოციები ვეღარ დამალა და ცინიკურად დაიწყო სიცილი.

სხვა სტატიები