რეალის ტალანტი აზარს: “შენს ვიდეოებს ვუყურებდი”

ტაკეფუსა კუბო 18 წლის იაპონელი ტალანტია, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის “რეალმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. ინტერნეტში საინტერესო ვიდეო გავრცელდა, სადაც კუბო ედენ აზარს ეუბნება, რომ იგი ერთ დროს მის ვიდეოებს უყურებდა, ახლა კი მასთან ერთად ვარჯიშობს.

 

აღსანიშნავია, რომ ტაკეფუსა კუბო მადრიდის “რეალთან” ერთად წინასასეზონო მზადებას გადის. 18 წლის იაპონელმა ვარჯიშზე თანაგუნდელები შესანიშნავი ტექნიკის დემონსტრირებით გააკვირვა.

(740)

სტატიის ავტორი
-