რიო ფერდინანდისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის პირისპირ დგომი | VIDEO

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრას, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონს” დაუპირისპირდა, განსაკუთრებული სტუმრები ესწრებოდნენ. “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილ პუბლიკასთან ერთად, მატჩს უსეინ ბოლტი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, სერ ალექს ფერგიუსონი, რიო ფერდინანდი და პატრის ევრაც ადევნებდნენ თვალს.

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ლეგენდა UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი – ხაბიბ ნურმაგომედოვი, ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარულითაა ცნობილი. მატჩის დაწყებამდე ნურმაგომედოვი “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდებს შეხვდა რა დროსაც რიო ფერდინანდისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის პირისპირ დგომი შედგა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by 433 (@433)

(776)

სტატიის ავტორი
-