Belive

რობინ ვან პერსის ბედი არ სწყალობს (ვიდეო)

1 წთ
ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-11 ტურის შეხვედრა, რომელშიც "ფეინოორდი" "ვენლოს" უპირისპირდებოდა უჩვეულო მიზეზის გამო ჩაიშალა. მატჩის სტარტზევე, "დე კუიპ" არენაზე ელექტროენერგია გაითიშა - აღნიშნულიდან გამომდინარე მატჩის მთავარმა არბიტრმა შეხვედრის ჩაშლის გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ რობინ ვან პერსი მესამედ აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში. განვლილი ორი შემთხვევა ჰოლანდიელი შემტევის "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობის დროს მოხდა. 2012/13 წლების სეზონში, "ბრაგასა" და "ფულემთან" დაპირისპირებების დროს სტადიონებზე ელექტროენერგია გაითიშა.

სხვა სტატიები