Belive

გავიხსენოთ: ალვარო გონსალესმა მესის სიმაღლის გამო დასცინა (ვიდეო)

1 წთ
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩი "პსჟ"-სა და "მარსელს" შორის ინციდენტით დასრულდა. ნეიმარსა და ალვარო გონსალესს შორის დაწყებულ შელაპარაკებას, გუნდებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. საბოლოოდ, მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს 5 წითელი ბარათი უჩვენა. თამაშის შემდეგ სოციალურ ქსელში ნეიმარმა ალვარო რასისტობაში დაადანაშაულა. გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, უამრავი გულშემატკივარი ესპანელ მცველს საჯაროდ აკრიტიკებს. საინტერესოა, რომ 30 წლის ფეხბურთელი არასპორტულ ქმედებაში აქამდეც გამოიჭირეს. წლების წინ, "ესპანიოლში" თამაშისას, ალვარომ მესის სიმაღლის გამო დასცინა.

იხილეთ ვიდეო: 

სხვა სტატიები