Belive

როგორი იქნება ევრობასკეტის ახალი დარბაზი?! (ვიდეო)

1 წთ
როგორც ცნობილია 2022 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა "ევრობასკეტი" ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქში, კონკრეტულად კი მაღლივის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალი თანამედროვე დარბაზი შენდება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა ვიდეო, სადაც აღწერილია თუ როგორი იქნება ხსენებული დარბაზი. მშენებლობა 2021 წლის ივლისში დასრულდება და საქართველოს მოსფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული მულტიფუნქციური სპორტის სასახლე ექნება, რომელსაც უამრავი სპორტული ღონისძიების მასპინძლობა შეეძლება. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო "ევრობასკეტი" 2021 გადაიდო და 2022 წელს ჩატარდება.

სხვა სტატიები