Belive

რონალდინიო, მარადონა, რონალდუ - ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა (ვიდეო)

1 წთ

შესაძლოა ზოგიერთი ჩვენგანი საკმაოდ ახალგაზრდა ვიყოთ იმისათვის, რომ ლეგენდარული დიეგო მარადონას "ღმერთის ხელი" გვახსოვდეს. ფეხბურთის ისტორიაში არაერთი გოლი გავიდა, რომელმაც თაობების აღფრთოვანება გამოიწვია. "საუკუნის გოლებად" წოდებული შედევრები დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. "ევერტონის" ყოფილმა ფეხბურთელმა - შონ ო'ჰანლონმა Twitter-ზე ვიდეო განათავსა, რომელშიც მისი შვილები "საუკუნის გოლების" ინსცენირებას ახდენენ. ბავშვების ვიდეო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში 126.000 ნახვა დააგროვა.

  • უეინ რუნი Vs. "ვესტ ჰემი" (2017)
  • კრიშტიანუ რონალდუ Vs. "პორტსმუთი" (2008)
  • დიეგო მარადონა Vs. ინგლისი (1986)
  • "რონალდინიო" Vs. "ჩელსი" (2005)
  • ტიერი ანრი Vs. "მანჩესტერ იუნაიტედი" (2000)
  • დევიდ ბექჰემი Vs. საბერძნეთი (2001)
  • რონალდო Vs. "ლაციო" (1998)
  • რობინ ვან პერსი Vs. ესპანეთი (2014)
  • ფრანჩესკო ტოტი Vs. "ინტერი" (2005)
  • რაიან გიგზი Vs. "არსენალი" (1999)
  • რივალდო Vs. "ვალენსია" (2001)

სხვა სტატიები