Belive

რონალდუს 23 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების დამალვის გამო პირობითი პატიმრობა მიესაჯა. საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც რონალდუ "რეალში" თამაშობდა. სასამართლო პროცესი 5 წუთს გრძელდებოდა. ფეხბურთელმა პროკურატურის შეთანხმება მიიღო და ჯარიმის სახით 18,8 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა. რონალდუმ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ 5 მილიონი ევრო არ გადაიხადა.

სხვა სტატიები