Belive

სანდრო მამუკელაშვილის ყველა ქულა და კომენტარი მინესოტასთან მატჩის შემდეგ

2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) Summer League-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში, “მილუოკისა” და “მინესოტას” დაპირისპირება შედგა. ლას ვეგასში გამართული დაძაბული მატჩი, “ბაქსის” გამარჯვებით, 87:75 დასრულდა.

"მინესოტას" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კორესპონდენტმა მამუკელაშვილს Summer League-ს შესახებ დაუსვა კითხვა და მატჩის შეფასება სთხოვა.
"ვისწავლე, რომ მოთმინება შევინარჩუნო. ჩემთვის მოცემულ დროს მაქსიმალურად ვიყენებ, ვთამაშობ მონდომებით და მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც მანდობენ. მწვრთნელებმა ჩემთვის ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს და ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. დიდებული თამაში გამოდგა, რომელშიც გამარჯვება მოვიპოვეთ და ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება. Summer League-ს დაწყებამდე 1 კვირით ადრე შევიკრიბეთ, ერთგვარ საწრვთნელ ბანაკში აღმოვჩნდით. ყველა ერთად ვცხოვრობდით და სავარჯიშო დარბაზში ერთად დავდიოდით - დავადგინეთ რა იყო თითოეული ჩვენგანის ძლიერი მხარე. ვიცით, რომ გამარჯვება ერთად უნდა მოვიპოვოთ. მწვრთნელმა დიდი სამუშაო გასწია იმის ახსნაში, რომ კალათბურთი ეგოიზმის გარეშე გაცილებით უფრო ლამაზია. ბედნიერი ვარ, რომ გარშემო მყავს ბიჭები, რომლებიც გუნდის გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებენ და ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობენ".

სხვა სტატიები