Belive

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდა (ვიდეო)

1 წთ
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მაროკოს ქალაქ მარაკეშში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ნაკრებს აეროპორტში ოჯახის წევრები და ჟურნალისტები დახვდნენ. ჩვენმა გუნდმა მსოფლიო პირველობაზე 5 მედალი მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი, ვლადიმერ ახალკაცი და ლაშა ბექაური გახდნენ, ვერცხლს ილია სულამანიძე დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო ტატო გრიგალაშვილის ანგარიშზეა. გუნდურ პირველობაზე კი ჩვენმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები