სარიმ რონალდო 55-ე წუთზე შეცვალა (ვიდეო)

“იუვენტუსისა” და “მილანის” შეხვედრის დროს ტურინელთა თავკაცმა უიშვიათესი გადაწყვეტილება მიიღო. მატჩის 55-ე წუთზე იტალიელმა პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავი შეცვალა , რამაც ოქროს ბურთის 5 გზის გამარჯვებული გააღიზიანა და პირდაპირ გასახდელში წავიდა.

კრისტიანო რონალდოს ხასიათიდან გამომდინარე , შეიძლება ამ ფაქტს გუნდის შიდა სამზარეულოში დაძაბულობა მოჰყვეს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

(3583)

სტატიის ავტორი
-