Belive

სენსაცია! დომინიკის რესპუბლიკამ გერმანია დაამარცხა (ვიდეო)

1 წთ
ჩინეთში მიმდინარე კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა. G ჯგუფის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა, დომინიკის რესპუბლიკამ გერმანია დაძაბულ ბრძოლაში 70:68 დაამარცხა და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. რაც შეეხება გერმანიას, აღნიშნული წაგებით ჰენრიკ რიოდის გუნდმა ჯგუფიდან გასვლის შანსები დაკარგა. შეგახსენებთ, რომ გერმანელებმა პირველი ტურის შეხვედრაც დათმეს, საფრანგეთთან. დომინიკელთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 17 ქულა ვიქტორ ლიზმა დააგროვა. გერმანელთა რიგებში საუკეთესო კვლავ დენის შროდერი იყო. "ოკლაჰომას" კალათბურთელის ანგარიშზე 20 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა. დომინიკის რესპუბლიკა G ჯგუფის ბოლო შეხვედრას საფრანგეთთან გამართავს, გერმანია კი იორდანიას დაუპირისპირდება.

დომინიკის რესპუბლიკა 70:68 გერმანია (მიმოხილვა)

სხვა სტატიები