შენგელიას ბრწყინვალე მატჩი და გამარჯვება ევროლიგაზე! (ვიდეო)

როგორც იქნა ევროლიგაზე იმარჯვა თორნიკე შენგელიასა და მეთ ჯენინგის “ბასკონიამ”. ბასკებმა მეცხრე ტურის შეხვედრაში გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, “პანათინაიკოსს” უმასპინძლეს და მეტოქე 86:77 დაამარცხეს.

შეუდარებელი იყო თოკო შენგელია რომელმაც მოედანზე გატარებულ 28:19 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკ შოტი მოაგროვა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 26 შეადგინა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მეტოქე გუნდის კალათბურთელ კიტ ლენგფორდს ჩამორჩა, რომელმაც 35 ქულას მოუყარა თავი.

მეთ ჯენინგმა 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა და 26:31 წუთში 12 ქულა და 3 პასი დააგროვა.

მეათე ტურში “ბასკონია” სტუმრად “ეფესს” დაუპირისპირდება.

(1025)

სტატიის ავტორი
-