Belive

შერმადინს თებერვლის თვის MVP-ს ტიტული გადაეცა (ვიდეო)

1 წთ
როგორც მოგეხსენებათ გიორგი შერმადინი . ესპანეთის ACB ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამ მიღწევისთვის დაწესებული ჯილდო გიორგის დღეს უნიკახა - გიპუზკოას მატჩის დაწყებამდე გადაეცა. ეს მატჩი "უნიკახამ" 87:69 მოიგო. გიომ პარკეტზე გატარებულ 16:08 წუთში გუნდს 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტი შესძინა. "გიპუზკოას" რიგებში 26:39 წუთი ითამაშა ბექა ბურჯანაძემ. ბექას მონაგარი 11 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკი იყო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 20-ს უწია, რაც გუნდში საუკეთესო, ხოლო პარკეტზე მესამე შედეგი იყო. (შერმადინს იგივე მაჩვენებელი 22 ჰქონდა)

სხვა სტატიები