Belive

შვედი გულშემატკივრის დასაფასებელი საქციელი

1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის B-ჯგუფის შეხვედრაში, საქართველო შვედეთს დაუპირისპირდა. ბათუმში გამართული მატჩი, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ შვედეთთან გამართული მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისად იქცა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. შეხვედრას შვედი გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ, რომელთაც ქართველი ფეხბურთელები მოედნიდან აპლოდისმენტების თანხმებით გააცილეს. ვიდეო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ Instagram გვერდზე განთავსდა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Georgia • GFF (@georgiagff)

სხვა სტატიები