Belive

სილესენმა "აღნიშნა" ტიტული, რომელიც ბარსელონაში თამაშისას ვალენსიასთან წააგო

1 წთ
"ვალენსიამ" ლა ლიგის ახალი სეზონი საშინაო შეხვედრით დაიწყო. "ღამურები" შინ "სოსიედადს" დაუპირისპირდნენ და ფრეს დასჯერდნენ - 1:1. როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში "ვალენსიამ" კოპა დელ რეის ტიტული "ბარსელონას" დამარცხებით მოიპოვა. "სოსიედადის" ფეხბურთელების მიერ მოწყობილ საპატიო კორიდორში "ვალენსიას" ახალწვეულმა, იასპერ სილესენმაც გაიარა. საინტერესო კი ის არის, რომ ჰოლანდიელი მეკარე ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონას" კარს იცავდა და ტიტული თავის ამჟამინდელ გუნდთან წააგო.  

სხვა სტატიები