Belive

სიმეონეს რეაქცია, როდესაც გრიზმანი 90-ე წუთზე მოედანზე შევიდა (ვიდეო)

1 წთ
ლა ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ბარსელონა" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა. "კამპ ნოუზე" გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. საჩემპიონო რბოლაში ჩართული კატალონიური გრანდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო 3-ქულის მოპოვება, თუმცა "ბარსელონამ" ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგა ქულები. აღნიშნულ დაპირისპირებაში რამდენიმე წუთი მიეცა ანტუან გრიზმანს, რომელიც "ატლეტიკოდან" "ბარსელონაში" 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე მოედანზე შესასვლელად გამზადებული გრიზმანის დანახვისას, დიეგო სიმეონეს რეაქცია ოპერატორებს არ გამოჰპარვიათ.

სხვა სტატიები