Belive

სტეფ კარიმ ისტორია დაწერა - ლეგენდის ბენეფისი ატლანტას წინააღმდეგ

1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში "გოლდენ სტეიტი" "ატლანტას" დაუპირისპირდა. სან ფრანცისკოში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 127:113 დასრულდა. "უორიორსის" გამარჯვებაში ლომის წვლილი სტეფ კარიმ დაიდო - "ოკლენდელთა" ლიდერმა ისტორია დაწერა და "ატლანტას" წინააღმდეგ ბრწყინვალე პერფორმანსი დადგა. პარკეტზე გატარებულ 35:02 წუთში, კარიმ 50 ქულის ჩაგდება შეძლო, რომელსაც 7 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დაუმატა. აღსანიშნავია, რომ სტეფმა ცხრა 3-ქულიანი ჩააგდო.

სტეფ კარიმ გულშემატკივარს თავი არაერთი გამორჩეული მატჩით დაამახსოვრა, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "უორიორსის" ლიდერმა 50 ქულასთან ერთად, 10 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.

სხვა სტატიები