Belive

თორ ბიორნსონი რინგზე (ვიდეო)

1 წთ
რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ 2021 წელს კრივის ისტორიაში ყველაზე მძიმეწონიანი დაპირისპირება გაიმართება. 2017 წლის ყველაზე ძლიერი ადამიანი - ედი ჰოლი, 2018 წლის უძლიერესს – თორ ბიორნსონს “მთა” რინგზე შეხვდება. აღნიშნული ორთაბრძოლა 2021 წლის სექტემბერში ლას ვეგასში ჩაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად ორივე მებრძოლმა დაადასტურა. სოციალურ ქსელებში თორ ბიორნსონის რინგზე გადაღებული კადრები გავრცელდა. ვიდეო 2014 წელსაა გადაღებული თუმცა ბიორნსონმა აღნიშნა, რომ კრივში მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო დაიხვეწა და ედი ჰოლს მარტივდ დაამარცხებს.

სხვა სტატიები