Belive

ტოჩინოშინი მესამე ბრძოლაში დამარცხდა

1 წთ
აკი ბაშოზე ტოჩინოშინი რიგით მესამე ბრძოლაში იაპონელ ტაკაკეიშოსთან დამარცხდა. მისი მწვრთნელის განცხადებით, ტოჩინოშინს ჯერჯერობით ტრავმა ბოლომდე მომუშებული არ აქვს. მისივე თქმით, ტოჩინოშინისთვის დღევანდელი მარცხი დამატებითი მოტივაციის საფუძველი გახდება. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ამჟამად სუმოს იერარქიაში რიგით მეორე, ოძეკის ტიტულს ატარებს და მის შესანარჩუნებლად სექტემბრის ბაშოზე მინიმუმ 8 მოგება ესაჭიროება. ამჟამად ქართველი სუმოტორის ბალანსი 2:1-ს შეადგენს.

სხვა სტატიები