Belive

ტრიპიე სამედიცინო შემოწმების გასავლელად გამოცხადდა

1 წთ

"ნიუკასლ იუნაიტედის" პირველი შენაძენი კირან ტრიპიე გახდება. პრემიერ ლიგის ბინადარ კლუბსა და "ატლეტიკოს" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა და ტრანსფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება. სოციალურ ქსელებში ინგლისელი მცველის ამსახველი კადრები გავრცელდა. კირან ტრიპიე "ნიუკასლის" სავარჯიშო ბაზაზე სამედიცინო შემოწმების გასავლელად გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, ტრიპიე 2.5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

სხვა სტატიები