Belive

U20 ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში - საქართველო ლიდერებს შორისაა

1 წთ
პორტუგალიის ქალაქ მატოსინოსში მიმდინარე U20 ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთში, საქართველოს U20 საკალათბურთო ნაკრები წარმატებით ასპარეზობს. სამი ტურის შემდეგ, B-დივიზიონში მხოლოდ სამმა ნაკრებმა შეძლო სამივე თამაშის მოგება და 100%-იანი შედეგის დაფიქსირება. B-დივიზიონის ქვეჯგუფების ლიდერებად საქართველო, ბელგია და ბულგარეთი მოგვევლინნენ. საქართველოს U20 საკალათბურთო ნაკრებმა ქვეჯგუფში მესამე გამარჯვება შვედეთის წინააღმდეგ მოიპოვა. საქართველომ შვედეთი 9 ქულიანი სხვაობით ანგარიშით 73:64 დაამარცხა. აღსანიშნავია რატი ანდრონიკაშვილის გამორჩეული თამაში, რომელმაც შვედეთის წინააღმდეგ 20 ქულა, 10 მოხსნა, 7 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

ჰოლანდია 73:85 საქართველო

საქართველო 98:46 სომხეთი

საქართველო 73:64 შვედეთი B-დივიზიონის C-ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში, საქართველოს U20 საკალათბურთო ნაკრები კოსოვოს U20 საკალათბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 16 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები