Belive

უეინ რუნის ემოციური დამშვიდობება (ვიდეო)

1 წთ
საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისი აშშ-ს დაუპირისპირდა. აღნიშნული მატჩი განსაკუთრებით ემოციური გამოდგა უეინ რუნისათვის, რომელმაც ნაკრების მაისური უკანასკნელად მოირგო. უემბლიზე გამართული მატჩი ინგლისის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. უეინ რუნი 57-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მან ყოფილი თანაგუნდელი, ჯესი ლინგარდი შეცვალა. ინგლისის მაისურით ჩატარებულ 120 შეხვედრაში რუნიმ 53 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები