Belive

უელსის ვიდეოანალიტიკოსების შესანიშნავი მუშაობის შედეგი საქართველოსთან მატჩში (ვიდეო)

4 წთ
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის პირველ მატჩში უელსთან 43:14 დამარცხდა. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ვებსაიტმა უელსელთა ვიდეოანალიტიკოსების მუშაობას სტატია მიუძღვნა, სადაც ჩანს რომ საქართველოს ნაკრები კარგად იყო გაშიფრული, გთავაზობთ სტატიის ქართულ ვერსიას: " უელსმა 6-დან 2 ლელო დერეფნიდან გათამაშებული კომბინაციის შედეგად დადო. ამ კომბინაციამ დენ ბიგარს ხაზის გაჭრის საშუალება მისცა, რაც შემდეგ ლელოებით დასრულდა. პირველი ფაზა თამაშის ნაწილია რომელიც ხდება გუნდის მიერ ბურთის მიღების მომენტიდან (ძირითადად სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ) პირველ შებოჭვამდე. 2015 წლის მსოფლიო თასზე ლელოების 22 პროცენტი პირველი ფაზიდან დაიდო,  ხოლო 47 პროცენტი პირველ ორ ფაზას მოჰყვა. პირველ ფაზაში გუნდის დაცვა მოწყობილია და აქვს დრო აირჩიოს თუ სად და როგორ განლაგდეს, განსხვავებით იმ შემთხვევისგან როდესაც შეტევის დროს მათ ბოჭვების განხორციელება და რაქებში ჩათრევა უწევთ, ამ დროს ისინი პოზიციებზე არ არიან და მნიშვნელოვანი წამებიც იკარგება. სტანდარტულის დროს შემტევს შეუძლია აირჩიოს ის მიმართულება თუ ზუსტად სად სურთ რომ ბურთით წავიდნენ. გუნდები ურიცხვ საათებს ხარჯავენ ვარჯიშებზე რომ იპოვონ გზები მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის ასარევად. საქართველოს წინააღმდეგ, უელსმა ნათლად გაშიფრა ის თუ როგორ იცავს მეტოქე თავს დერეფნის მიმდებარედ და ეს კარგადაც გამოიყენეს. მათ დაადგინეს რომ დერეფნის ბოლოს ქართველები ბურჯ მიხეილ ნარიაშვილს და ჰუკერს შალვა მამუკაშვილს აყენებდნენ იმ სივრცის დასაცავ რომელიც მგეზავ თედო აბჟანდაძემდე იყო. ვიდეოში თქვენ ნახავთ დენ ბიგარის მოქმედებებს და იმას თუ როგორ უხსნის ის სივრცეს ჯოშ ადამსს. ქართველების ძალიან დიდი სივრცის დასაცავად ჰუკერს აყენებდნენ, უელსმა კი ეს ანალიზის საშუალების გაშიფრა და მშვენივრად გამოიყენა. საქართველო ანალოგიურ ტაქტიკას იყენებდა შოტლანდიასთან ტესტ-მატჩებშიც, თუმცა სკოტებს ეს მათ სასარგებლოდ არ გამოუყენებიათ. ეს რომ ასე მომხდარიყო "ბორჯღალოსნები" "დრაკონებთან" სხვა ტაქტიკას აირჩევდნენ.  

უელსის მესამე ლელოს დროს ბიგარმა და ადამსმა იგივე ფორმულა გაიმეორეს. ამჯერად ბურჯ ნარიაშვილს ჰქონდა ჩაბარებული ის დიდი სივრცე რომელიც დერეფანსა და მგეზავს შორის იყო. გასაგებია რომ მან ეს სივრცე დროულად ვერ აითვისა და ადამსმა მეტოქე დაალელოვა. ამ კომბინაციის კარგად შესასრულებლად ბიგარს პირდაპირ სირბილი სჭირდებოდა, ამითი ის ქართველ 10 ნომერს ადგილზე აჩერებდა და მეტოქის დაცვაში ღრმულს მაქსიმალურად ზრდიდა.  

  თუ დაბლა მოცემულ ვიდეოს 53-ე წამიდან დავაკვირდებით, დავინახავთ რომ საქართველომ დერეფნიდან დაცვის ტაქტიკა შეცვალა, ამ შემთხვევაში მამუკაშვილი უფრო მოშორებითაა დერეფნიდან. საქართველომ უელსის მოქმედებები გვიან გააცნობიერა და ტაქტიკა შეცვალა.  

  ლელოები ხშირად მოედნის მიღმა იდება და კოლოსალურ სამუშაოს ვიდეოანალიტიკოსები ასრულებენ, რომლებიც ოთახში ეკრანს აკვირდებიან. უელსის ანალიტიკოსთა გუნდი როდრი ბრაუნის, ენდი ჰიუზის და მარკ კინარდის შემადგენლობით გაწეული სამუშაოთი აშკარად კმაყოფილი უნდა იყოს.

სხვა სტატიები