Belive

ჟოზე მოურინიო: "თამაში დამთავრდა. მანჩესტერი წარსულია" (ვიდეო)

1 წთ
გუშინ "მანჩესტერმა" ჟოზე მოურინიო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მთელი მსოფლიო მის გამოჩენას ელოდებოდა და დღეს მან SKY SPORTS მცირე ინტერვიუ მისცა: "ეს მოხდა გუშინ და როგორც მე ვამბობ ხოლმე, თამაში დასრულებულია. მე ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცე და მშვიდად ვიყო. სანამ ფეხბურთში დავბრუნდები მე მინდა რომ ვიცხოვრო ჩემი ნორმალური ცხოვრებით, როგორც ახლა ვაკეთებ. დავდივარ მაღაზიებში ჩემს შვილთან ერთად, ვსეირნობ და ეს არის ის რაც მინდა ახლა ვაკეთო. და მანჩესტერი უკვე წარსულია", - განაცხადა პორტუგალიელმა.

სხვა სტატიები