Belive

ზუსტად 13 წლის წინ, დღევანდელ დღეს მოდრიჩს სანაკრებო დებიუტი ჰქონდა (ვიდეო)

1 წთ
2006 წლის 1 მარტს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლუკა მოდრიჩმა ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ლუკა მოდრიჩისა და ხორვატიის ნაკრების მეტოქე არგენტინა იყო. მაშინ, ჯერ კიდევ ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელი მხოლოდ 20 წლის იყო. მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საკმაოდ აქტიურადაც გამოიყურებოდა. მას შემდეგ გავიდა 13 წელი და ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალა, კაპიტანი და საუკეთესო ფეხბურთელია. ეროვნულ ნაკრებთან ერთად მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ოქროს ბურთიც დაიმსახურა. ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში ლუკა მოდრიჩმა 118 მატჩი ჩაატარა და 14 ბურთი გაიტანა. 2007, 2008, 2011, 2014, 2017 და 2018 წლებში საუკეთესო ხორვატი ფეხბურთელი გახდა.

სხვა სტატიები