Belive

ზუსტად 14 წლის წინ ლონდონში თრილერი შედგა: ტოტენჰემი 4 - 5 არსენალი (ვიდეო)

1 წთ
ზუსტად 14 წლის წინ "ტოტენჰემმა" ლონდონურ დერბიში "არსენალს" უმასპინძლა და 4:5 დამარცხდა. საფეხბურთო თრილერი რომ დაძაბული და დრამატული გამოდგა ვხედავთ. ანგარიში 37-ე წუთზე ნაიბეთმა გახსნა და "ტოტენჰემი" დააწინაურა. ანგარიშის გათანაბრება "არსენალმა" ტაიმის ბოლო წუთზე შეძლო. თავი ტიერი ანრიმ გამოიჩინა. მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე ლორენმა "არსენალი" კვლავ დააწინაურა. მე-60 წუთზე პატრიკ ვიეირამ "მეთოფეების" უპირატესობა გაზარდა, 1:3. ზუსტად ერთ წუთში ჟერმეინ დეფომ "ტოტენჰემს" შანსი შეუნარჩნა, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. 69-ეზე ფრედი ლიუმბერგმა სტატუს-ქვო აღადგინა და სხვაობა კვლავ ორამდე გაზარდა. 3 წუთში ლედლი კინგმა სხვაობა ისევ შეამცირა. გუნდის კაპიტანმა 3:4 გახადა. 81-ე წუთზე რობერ პირესმა ტექნიკურად ითამაშა და მეხუთე ბურთი გაიტანა. ანგარიში 3:5 და "ტოტენჰემს" თამაშის გადარჩენის შანსი თითქმის აღარ ჰქონდა. ერთადერთი, რაც მათ შეძლეს, კიდევ ერთხელ სხვაობის შემცირება იყო. ამჯერად "არსენალის" კარში ბურთი ფრედერიკ კანუტემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სტატიები